ლუკა ნელ-ნელა იზრდება და სწავლობს ახალ-ახალ სიტყვებს, უფრო სწორედ იგონებს მათ. აბა ვინ გამოიცნობს რას ნიშნავს კანტა? ვერაფერს მიამსგავსეთ ხო? კანტა ლუკას ენაზე ნიშნავს ნასკს.
- გოდა= ძროხა
- ეკა=ჯეკა(ძაღლი)
- ჟიჟიკო= მისი სათამაშო ჟირაფის სახელია და უიმისოდ არ იძინებს
- პეპია=პელელა
- კაკია=საყურე
- ჩემთაან= ამიყვანე ხელში
- ქექი=ხელი
- მაკუა=მამიკო
- ბაბი=ბაღი
- ნონკა=სოსკა
- ნევა=ლევანი, ასე გადააკეთა მამამისის სახელი, თუმცა ცოტა ხანი ნეოსაც ეძახდა ნანიას შემდეგ :D
- აურრიი= რაული
- ჰადა=სადაა, ვერ აცდა აჭარის გავლენას, ვინ ასწავლის ნეტა :(
- ტამა=წამალი (შეეჩვია უკვე, და თვითონ ითხოვს ხანდახან)
- ნ-ნგუ-ნ-ნგუ =ყველი
- მაწუა=მაწონი
- ბაჩა=ბასანოჩკი
- პიცო = პირსახოცი, ან ცხვირსახოცი (სიტუაციის მიხედვით)
- ადუკი= საროჩკა (არ მომთხოვოთ ახლა წმინდა ქართული)
- ტუტი= ტრუსიკი
- პაპია= პამპერსი
- მაკა=მაისური
- ტან-ტან= ტანი დამბანეთ ხალხნო! :D
უკვე ორ და სამ სიტყვიან წინადადებებსაც ამბობს. მაგალითად: მომეციი ბუუურთიი, ეძო მინდააა, ნია ბოტა მომეციიი (ლია ბოტასი მომეცი :P), გარე გოდა ცივა ცივა (გარეთ ძროხას ცივა). ეს ბოლო წინადადება მაშინ დაამუღამა წვიმიან-ქარიან ამინდში გარეთ გაყვანას და ძროხის ჩვენებას რომ მთხოვდა. ავუხსენი რომ სიცივე იყო და მასაც შეცივდებოდა, მას შემდეგ რო ეტყვი გარეთ წვიმს და ქარიაო გეტყვის უცებ რომ ან ჯეკას და ან ძროხებს ცივათ.