იდეები

Sep 11, 2010

ლუკას საყვარელი სიმღერები TOP 10

ყოველ დილით თვალის გახელისთანავე ლუკა გამორბის კომპიუტერის მაგიდასთან, ჩართავს პროცესორს, ასკუპდება სკამზე და ითხოვს ჩავურთოთ თავისი საყვარელი სიმღერები. ყველა სიმღერას სხვადასხვანაირად გვახვედრებს: ზოგის მხოლოდ სახელს ამბობს, ზოგს მელოდიას უმატებს და რომელიც ყველაზე მეტად მოწონს იმ სიმღერის მოთხოვნის დროს აცეკვდება კიდეც.

1. The Gummy Bear Song ლუკას ენაზე ამ სიმღერას ქვია "მაგი", ან "განგე". 1 წლის რომ გახდა საჭმელს ისე არ ჭამდა კომპიუტერთან თუ არ მივიყვანდით და ამ სიმღერას არ ჩავურთავდით. მაშსნ მის TOP 3-ში ასევე შედიოდა ჯასტინ ბიბერის Baby  და I gotta feeling (BYP)
2. Nuki nuki = >უნკი უნკი უნკი
3. Allo papy (Bebe Lilly)=> სათაურიდან მხოლოდ "პაპი"-ს ამბობს
4. Mickey Mouse Clubhouse HOT DOG Song => ამ სიმღერას ორნაირად უძახის 1. გაგაგა+ გაექანება და ხელებს ააყოლებს სასაცილოდ; 2. ჰადო-ჰადო 

5. Old MacDonald Had a farm =>ამ სიმღერაზე ჭკუას კარგავს. ამ ვიდეოში ნახა პირველად ძროხა (აბა სად მენახებინა თბილისში, შუა წერეთელზე:D). რომც არ წაუმღერო ტექსტიტ ცნობს სიმღერას და აყოლებს იაიაიაიაააა, მერე აგრძელებ მუმუმუმუუუ :*
6. ABC Song 2 => ამ სიმღერას აყვება ხოლმე ხმით და g-მდე ჩააღწევს ხოლმე ხანდახან მისი სიმღერა, თუ არადა ანბანის პირველი 4 ასოც საკმარისია ლუკასთვის :)
7.  ABC Song => ამ სიმღერას უხმოდ უსმენს, მგონი ცდილობს რაღაც ისწავლოს :P
8. Waka waka (Shakira) =>რამდენიმე დღეა რაც ამოიჩემა და თვალს არ ახამხამებს ისე უსმენს. როცა უნდა რომ მოვასმენინოთ იძახის: "აკა-აკა"
9. Five little Ducks => მოწონს მაგრამ, ამ სიმღერის გარეშეც მშვენივრად გრძნობს თავს
10. If you are happy => აკვირდება ბავშვების მოძრაობებს, და ცდილობს აყვეს. თან მხიარული მელოდიაა და სიამოვნებს.



ასევე ძალიან მოწონს ერისიონის განდაგანა. უყურებს და ცეკვავს. ძალიან ერთობა :*
ამდენი ვიწვალე ამ სიმღერების ჩამოწერაზე და ერთ კვირაში შეიძლება აღარც კი მოუსმინოს :)

3 comments:

  1. მთავარია, ქალაქურების მოსმენა არ დაიწყოს :*

    ReplyDelete
  2. ცოტა ხანი მაცადეთ და ლუკას გაქანებულ P!nk-ის ფანად გადავაქცევ. ჯერ უსმინოს მეორეხარისხოვან მომღერლებს.

    ReplyDelete
  3. ქალაქურს რა ჯობია კაცო, აფრებიი აფრებიიი.
    ფინქის ფანი ბიჭი არ მინდა მე, ერთს რო ვიცნობ ისიც საკმარისია :P

    ReplyDelete