ლუკა ჩემი შვილია. ის მხოლოდ წლის და 7 თვისაა და როგორც ყველა დედას მიაჩნია თავისი შვილი უჭკვიანესად და ულამაზესად, მეც დაახლოებით ასევე ვფიქრობ მასზე. თუმცა მგონია რომ შვილის სიყვარულს არ დავუბრმავებივარ მთლად და ჩემი მონაყოლიც მეტ-ნაკლებად ყოველთვის სიმართლეს შეესაბამება.
ლუკა ისევე როგორც ბავშვების უმეტესობა თავის ენაზე ტიკტიკებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ გავს ქართულს. მაგალითად ირემი მის ენაზე ითარგმნება როგორც მემო. მემო მისი საყვარელი სათამაშოა და როცა რძის დალევა მოუნდება აუცილებლად მემოსთან უნდა წამოწვეს :)
ახლა ჩამოვწერ სხვა სიტყვებს რომელიც მინდა ისტორიას შემორჩეს :P
- სოფო= პოტო
- ლევანი=ნანია
- ანზორი=ადუა
- გოგოლა=გოგია
- უტა =ტუტა (კიდე კაი სხვა რამეს არ ამბობს) :D
- მარი=მამია
- მირიანი=მიმია
- ტრაქტორი=კატუა
- მარშუტკას ყოველთვის თვითონ "აჩერებს" და თან ხელს უქნევს და თან ეძახის : მაჩუკა, მაშუკა
- ყვავილი=კაუგია
- ძროხა= გოდა, მუუ
- მადლობა=მადუა
- მამიდა=მადია
- ტყემლის საწებელი= კატა (რა კარგად ჟღერს: ჩემი შვილი კარტოფილთან ერთად ყოველთვის ჭამს კატას
- კანფეტი=პატიკა
- კარტოფილი=პატუა
- მუხლი=მუგია
- ყური=კუგია
- კარი=კაგია
ამწუთას მეტი აღარ მახსენდება, და ამიტომ მის სხვა მარგალიტებს ერთად მოვაგროვებ და თანდათან გაგაცნობთ ხოლმე. ვინც არ იცნობს იმედია არ იფიქრებს რომ სულ ესაა მისი სიტყვების მარაგი. დანარჩენებს გამართულად ამბობს (ამაყი დედა :D)
გუშინ მისი პირველი დღე იყო ბაგა ბაღში. შეუბრალებელმა დედიკომ გაიმეტა შვილი და სხვებს გადაულოცა დღის ერთი მესამედით. არ ვიცი პირველ დღეს იტირა თუ არა. ისე გამოვეპარეთ ვერ მიხვდა და მერე მისი ძახილი გვესმოდა: ნანია, დედა... ადრე მივაკითხე და დავინახე რა გემრიელად ჭამდა სუპს (იმედია იმ სუპში ცოტა ბოსტნეული მაინც იყო :P). ძიძამ მითხრა: არ უტირია_ცოტა იწუწუნა ეზოდან როცა ამოვიყვანეთო. ძალიან თბილი ბავშვიაო. არ ვიცი გული დამიმშვიდა თუ მართლა მასე იყო, მაგრამ ჩემი დანახვისთანავე იმხელა ტირილი მორთო და ისე საცოდავად სლუკუნებდა სახლამდე გული ქონდა ამომჯდარი.
დღეს დილით ისევ ერთად წავიყვანეთ მე და მამამისმა. კიბეებზე რომ ავდიოდით (მისი ჯგუფი მესამე სართულზეა) დაიწყო წუწუნი: ეძო, ეძოო, მაგრამ ვინ მოუსმინა. მივუყვანეთ თავის მასწავლებელს და ისე გაერთო თამაშში, რომ დროებით დაავიწყდა მშობლები... როგორც კი გამოვედით შენობიდან, ფანჯრიდან მისი ტირილი ისმოდა. ძნელი მოსასმენია, მაგრამ გზა გავაგრძელეთ. მისთვის ასე ჯობდა...
ახლა პირველის ნახევარია და ჯერ არავის დაურეკავს მოდი, წაიყვანე, შეგვჭამა შენმა შვილმაო. არც სასამართლოდან მომსვლია უწყება თქვენმა შვილმა გაანადგურა კერძო საკუთრება და მოვითხოვთ კომპენსაციასო. მგონი ყველაფერი კარგად მიდის. და ტირილს გავუძლებთ. აბა იმ დედებივით ხო არ მოვიქცევი შესასვლელში შვილებს ისე რო ემშვიდობებოდნენ თითქოს ჯარში აცილებნენo. იმათი ბავშვები უფრო მეტს იტირებენ! მე ასე მგონია და თუ ვცdები მომიყვება მერე ლუკა როცა გაიზრდება და ქართულად ლაპარაკს ისწავლის :D